სს "ელმავალმშენებელი" 2015 წლის 24 თებერვლიდან აცხადებს აუქციონს.
სს "ელმავალმშენებელი"
2015 წლის 24 თებერვლიდან აცხადებს აუქციონს ფერადი ლითონის ჯართის და
სხვადასხვა მასალების რეალიზაციის შესახებ.
- ლოტი № 1 – სპილენძის ჯართი:
სუფთა ჯართი – სავარაუდოთ 2127 კგ. – საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 9891 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
მაღალი ძაბვის სადენები
– სავარაუდოთ 220 კგ. – საწყისი სააუქციონო ფასი 43%–იანი დანაკარგის
გათვალისწინებით შეადგენს 584 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში)
დ.ღ.გ.–ს გარეშე;
კოლექტორები, გრაგნილები, კოჭები –
სავარაუდოთ 7336 კგ. – საწყისი სააუქციონო ფასი 18%–იანი დანაკარგის
გათვალისწინებით შეადგენს 27973 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში)
დ.ღ.გ.–ს გარეშე;
- ლოტი № 2 –სხვადასხვა მასალა:
თითბერის ლენტა 0,1×20 (სავარაუდოდ 19კგ.) – 1კგ. ფასი – 2,33 აშშ დოლარი;
სპილენძის სადენი ПММ 4×16 (სავარაუდოდ 100კგ.) – 1კგ. ფასი – 4,65 აშშ დოლარი;
სპილენძის სადენი 1,56×3,8 (სავარაუდოდ 149კგ.) – 1კგ. ფასი – 4,65 აშშ დოლარი;
სპილენძის სადენი 1,56×1,6 (სავარაუდოდ 135კგ.) – 1კგ. ფასი – 4,65 აშშ დოლარი;
სპილენძის სადენი 11,8×11,8 (სავარაუდოდ 225კგ.) – 1კგ. ფასი – 4,65 აშშ დოლარი;
სპილენძის სადენი 0,83×3,53 (სავარაუდოდ 320კგ.) – 1კგ. ფასი – 4,65 აშშ დოლარი;
სპილენძის სადენი 2,12×4 (სავარაუდოდ 99კგ.) – 1კგ. ფასი – 4,65 აშშ დოლარი;
კოლექტორი 76,5×5×2,89 (სავარაუდოდ 1200კგ.) – 1კგ. ფასი – 4,65 აშშ დოლარი;
- ლოტი № 3 –სხვადასხვა მასალა:
სადენი ПСДТКЛ 0,85 (სავარაუდოდ 218კგ.) – 1 კგ. ფასი – 3,85;
სადენი ПСДТКЛ 1,25 (სავარაუდოდ 128კგ.) – 1 კგ. ფასი – 3,85;
სადენი ПСДТКЛ 0,85 (სავარაუდოდ 1277კგ.) – 1 კგ. ფასი – 3,85;
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს
"ბე" ლოტის ღირებულების 10%–ის ოდენობით (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე,
შემდეგ რეკვიზიტებზე:
USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.
დოლარის
ლარში გაანგარიშება მოხდება აუქციონის ჩატარების დღეს ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
წაგების შემთხვევაში "ბე" მონაწილეს დაუბრუნდება უკან.
მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 3 (სამი) კალენდარული
დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო
გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საქონელზე
საკუთრების უფლება და "ბე" არ დაუბრუნდება.
აუქციონში მოგებული მასალის და ჯართის გადაწონვა განხორციელდება სს "ელმავალმშენებელის" ელექტრონულ სასწორზე.
აუქციონში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია თავისი ხარჯებით
უზრუნველყოს მოგებული საქონლის დატვირთვა თავისივე ხარჯებით დაქირავებულ
სატრანსპორტო საშუალებაში და საზოგადოების ტერიტორიიდან გადატვირთვა.
სხვა კონკრეტული დეტალები დაზუსტებული იქნება პრეტენდენტთან გაფორმებულ ორმხრივ ხელსეკრულებაში.
ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
აუქციონი გაიმართება 2015 წლის 26 თებერვალს 1500 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.
აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ (მონაწილეზე სრული
ინფორმაციის გათვალისწინებით: მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი.)
2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (დედანი).
3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:
ტელ. 5 93 922 802, 5 77 003 707
სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.